ლალი კახიძე

lali kakhidze

ლალი კახიძე

ინფორმაციის მენეჯმენტის მაგისტრი, აკადემიური წერის მასწავლებელი, საბიბლიოთეკო ფონდების მენეჯმენტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, აკადემიური წერის ცენტრის ასისტენტი, მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა: lali_kakhidze@iliauni.edu.ge

ლალი კახიძე აკადემიურ წერას ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს კურსის – აკადემიური მუშაობის ტექნიკები – ფარგლებში. 2014 წლამდე იგი კითხულობდა კურსებს: ინფორმაციული წიგნიერება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკები.

იგი, ასევე, მოწვეული ლექტორია კავკასიის ბიზნესის სკოლაში კურსზე – საინფორმაციო ტექნოლოგიები.

ლალი რამდენჯერმე იყო Erasmus-ის, Tempus-ის, DAAD-ის და გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიატი, რომელთა საფუძველზეც იმყოფებოდა ბურგენლანდის (Fachhochschule Burgenland, Austria), ტუშას (University of Tuscia, Italy), მიდლსექსის (Middlesex University London, UK), იენის ფრიდრიხ შილერის (Universität Jena, Germany) უნივერსიტეტებში, ასევე – ბიბერახის ბიბლიოთეკაში (Stadtbücherei Biberach, Germany). სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სწავლების თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებულ ტრენინგებში („Learner Centered Teaching“/„სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები“) და საავტორო უფლებებთან დაკავშირებით გამართულ სემინარში.

ლალის ინტერესის სფეროებია: ინფორმაციის მენეჯმენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული სწავლება, ციფრული ბიბლიოთეკები და ვირტუალური მუზეუმები.