ჩვენს შესახებ

ილიას უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი ბიზნესის სკოლის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულია. იგი 2014 წელის სექტემბერში შეიქმნა, რათა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპის შესრულებაში შეეტანა წვლილი. კერძოდ, აკადემიური წერის მაღალი, საერთაშორისო და ერთიანი სტანდარტების დანერგვით სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებსა და მკვლევრებს დახმარებოდა აკადემიური  განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცის შექმნის პროცესში; რათა მათ თანამშრომლობის, პროფესიული განვითარების, არსებული და ახლად შექმნილი ცოდნის გაზიარების ეფექტური საშუალება ჰქონოდათ.


photo_12015 წლის აგვისტო – ამერიკელი ტრენერი ქრისთალ  ბოქ ტისენი და ილიას უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლების ნაწილი.

 

 

 

 

 

 

photo_2აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლები ერთ-ერთი სემინარის დროს.