გიგა ხოსიტაშვილი

გიგა ხოსიტაშვილი

გიგა ხოსიტაშვილი

საინფორმაციო მეცნიერებების მაგისტრი, აკადემიური წერის მასწავლებელი, საბიბლიოთეკო ფონდების მართვის განყოფილების უფროსი, აკადემიური წერის ცენტრის ასისტენტი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: giga.khositashvili.2@iliauni.edu.ge

გიგა აკადემიურ წერას ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს კურსის – აკადემიური მუშაობის ტექნიკები – ფარგლებში. მას აქვს საინფორმაციო მეცნიერებების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია კულტურის კვლევების მიმართულებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვადასხვა დროს კითხულობდა შემდეგ კურსებს: ინფორმაციული წიგნიერება, კომუნიკაციის პრეზენტაციის და დისკუსიის ტექნიკები, კომპიუტერის საბაზისო უნარები, თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის შესავალი.

2016 წლის აპრილში გიგა დაესწრო კონფერენციას ელექტრონული სწავლება და ტექნოლოგიები განათლებაში (ბუქარესტი, რუმინეთი), რომელზეც წარდგა მოხსენებით თემაზე „აკადემიური წერის უნარების გაუმჯობესება ელექტრონული და პერსონიზებული უკუკავშირის მეშვეობით“. ამავე წელს კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯში (დანია), აკადემიური მობილობის ფარგლებში, ადგილობრივი სტუდენტებისთვის ჩაატარა რამდენიმე ლექცია, რომელიც შეეხებოდა სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურის ჩამოყალიბებას. 2015 წელს გიგა ხოსიტაშვილი მობილობით იმყოფებოდა ლინშოპინგის უნივერსიტეტში (შვედეთი), რათა გასცნობოდა სამეცნიერო ნაშრომის წერის სწავლებასთან დაკავშირებით არსებულ ადგილობრივ გამოცდილებას.

 

გიგას ინტერესის სფეროებია: ცოდნის მენეჯმენტი, ინფორმაციის მართვა და ელექტრონული სწავლება.