ირაკლი ხვედელიძე

 

ირაკლი ხვედელიძე

ფილოლოგიის მაგისტრი

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა: irakli.khvedelidze@yahoo.de

ირაკლი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობის დოქტორანტია. ამავე დროს იგი არის: რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის ფონდის (DAAD) გრანტების მფლობელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, პროგრამისათვის – აკადემიური მუშაობის ტექნიკები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ტრენერი; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი გამოცდის გამსწორებელი კომისიის წევრი, საერთაშორისო აკადემიაში „ლოგოსი“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (საბაზო და საშუალო საფეხურებზე).