სასერტიფიკატო კურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი ამზადებს შემდეგ სასერტიფიკატო კურსებს:

 

IELTS PREPARATION

კურსის მიზანია, მოამზადოს მსმენელი კემბრიჯის საერთაშორისო საგამოცდო ტესტის (IELTS) აკადემიური მოდულის მაღალი ქულით (სულ მცირე 6.5) ჩასაბარებლად. შეუქმნას მას შესაფერისი გარემო გამოცდისათვის საჭირო უნარების, ლექსიკისა და გრამატიკული სტრუქტურების განვითარებისა და დახვეწისათვის.

 

როგორ ვასწავლოთ აკადემიური მუშაობის ტექნიკები?

კურსის მიზანია, დაინტერესებულ პედაგოგებს თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით გააცნოს სტუდენტისათვის საჭირო უნარების განვითარებისა და დახვეწის საშუალებები.