სასწავლო კურსები

აკადემიური წერის, აკადემიური ენისა თუ სტილის საკითხებში გასარკვევად ილიას უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ საკონსულტაციო სასწავლო-საინფორმაციო აქტივობებსა და რესურსებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყოველივე ამით შეუძლია ისარგებლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერმა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტატუსის მქონე სამივე საფეხურის სტუდენტმა. გარდა სტუდენტებისა, უნივერსიტეტის აკადემიურ თუ ადმინისტრაციის თანამშრომელს ცენტრი სთავაზობს კვალიფიციურ კონსულტაციას აკადემიური წერის თუ პრეზენტაციის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებულ მისთვის საინტერესო საკითხებზე.

ჩვენთან მოსული ბაკალავრიატის სტუდენტი მიიღებს პრაქტიკულ რჩევებს თუ როგორ  დახვეწოს აკადემიური წერის, სალექციო ჩანაწერებისა და ციტირების ტექნიკა, როგორ აიცილოს თავიდან პლაგიატი, რათა მისი უნივერისტეტში სწავლის პროცესი და არჩეულ პროფესიაში შემდგომი მოღვაწეობა იყოს წარმატებული. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი კონსულტანტები არ გისწორებენ ნაშრომს ენისა თუ სტილის თვალსაზრისით, ისინი გეხმარებიან ისწავლოთ თუ როგორ გააკეთოთ ეს თქვენ თვითონ, დამოუკიდებლად!

ჩვენთან მოსული მაგისტრანტი თუ დოქტორანტი ან თანამშრომელი მიიღებს პრაქტიკულ რჩევებს თუ როგორ დახვეწოს საერთაშორისო ჟურნალისთვის მომზადებული აკადემიური სტატია, საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად დაწერილი განაცხადი ან სწორად შეადგინოს რეზიუმე ქართულ თუ ინგლისურ ენებზე. ამ შემთხვევაშიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცენტრის კონსულტანტები არ გისწორებენ ნაშრომს ენისა თუ სტილის თვალსაზრისით. ისინი გეხმარებიან რომ ეს თქვენ თვითონ გააკეთოთ!