აკადემიური ნაშრომის სტრუქტურა

აკადემიური ნაშრომის სტრუქტურა

სემინარზე მიიღებთ პასუხს რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვაზე, კერძოდ: რა არის აკადემიური ნაშრომი? როგორი სახის აკადემიური ნაშრომი შეესაბამება თქვენს აკადემიურ საფეხურს და რით განსხვავდება იგი სხვა ტიპებისგან? ვისაუბრებთ მის მიზანზე და თავისებურებებზე.

სემინარზე განხილული მასალა მოერგება შეკრებილი ჯგუფის პროფილს, რაც გულისხმობს იმას, რომ წარმოდგენილი იქნება აკადემიური ნაშრომის მახასიათებლები გარკვეული აკადემიური საფეხურისა და სამეცნიერო სფეროს მოთხოვნებისა და თავისებურებების შესაბამისად.