რიტორიკული ფორმების მიმოხილვა

რიტორიკული ფორმების მიმოხილვა

სემინარზე წარმოდგენილი იქნება რიტორიკული ფორმების მოკლე მიმოხილვა. მათი გამოყენება ხომ ძალიან ჰგავს თავსატეხის აწყობის პროცესს: აბზაცის დონეზე უფრო ხშირად ერთი რიტორიკული ფორმა გვჭირდება, ხოლო სრულყოფილ ნაშრომში ინფორმაციის განსათავსებლად და აზრის სრულყოფილად გადმოსაცემად, როგორც წესი, სხვადასხვა რიტორიკულ ფორმას ვიყენებთ. რიტორიკული ფორმების სწორი გამოყენება ძალიან ეხმარება ავტორს აბზაცის განვითარებაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის ეფექტურად წარმოდგენასა და საკუთარი მიგნებების, აზრების თანმიმდევრული, ლოგიკური, დამაჯერებელი ფორმით გადმოცემაში.