მაგდა ასათიანი

მაგდა ასათიანი

მედიცინის მაგისტრი, აკადემიური წერის მასწავლებელი

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა: magda.asatiani.1@iliauni.edu.ge

მაგდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, სამართლის სკოლა) 2014 წლიდან ასწავლის საგანს – აკადემიური მუშაობის ტექნიკები. 2012 წლიდან იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის დოქტორანტი და ხელმძღვანელობს ამავე სკოლის მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომებს. 2012 წელს მიიღო ექიმ-გასტროენტეროლოგის ლიცენზია, ხოლო 2015 წლიდან მუშაობს პრაქტიკოს ექიმად.

მაგდა რეგულარულად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს აკადემიური სტატიები საუნივერსიტეტო და საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში.