მაია თოდუა

მაია თოდუა

ფიზიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკადემიური წერის მასწავლებელი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა: mayatodua@iliauni.edu.ge

მაიამ უმაღლესი განათლება მიიღო ლენინგრადის (ამჟამინდელი სანქტ-პეტერბურგის) სახელმწიფო უნივერსიტეტის (სსრკ) მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტზე, სპეციალობა – ასტრონომია, რატგერსის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტში კი დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი და მოიპოვა ფიზიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (MS in Physics). მაიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა ფიზიკის დოქტორის (PhD in Physics) აკადემიური ხარისხი.

მაიას სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს კვლევებს ატმოსფეროს ფიზიკასა და ასტრონომიაში. აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს სამეცნიერო-კვლევით ჟურნალებში და სამეცნიერო-პოპულარული სტატიებს – ჟურნალ „ტაბულაში“, რადიო „თავისუფლებაზე“; ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: ატმოსფეროს ოპტიკა; დისტანციური ზონდირების ხელსაწყოები; ხოლო 2015 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (მიმართულებები: ფიზიკა, ბიოლოგია, კომპიუტერული ინჟინერია, არქიტექტურა) კითხულობს კურსს – აკადემიური მუშაობის ტექნიკები.