მარი დგებუაძე

მარინე დგებუაძე

ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი, აკადემიური წერის მასწავლებელი

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა: marine_dgebuadze@iliauni.edu.ge

 

მარინემ დოქტორის ხარისხი მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში. მისი შრომა ეხებოდა DSC მეთოდით a-ამინომჟავების შემცველი ბიოდეგრადირებადი პოლიმერების თბოფიზიკური თვისებების კვლევას.

მარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის საგანს – აკადემიური მუშაობის ტექნიკები;; აგრეთვე არის ტრენერი პროგრამისა – როგორ ჩავაბაროთ წარმატებით ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში. იგი შპს „განათლების ცენტრი რენომე“-ს, დამფუძნებელი და დირექტორია.

მარის გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო პუბლიკაცია და მიღებული აქვს მონაწილეობა 6 საერთაშორისო კონფერენციაში.