ნინო სირაძე

ნინო სირაძე

აკადემიური წერის მასწავლებელი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინტერდისციპლინური პროგრამის (ფსიქოლოგია) დოქტორანტი

საკონტაქტო ინფორმაცია

 ელფოსტა: ninukasiradze@yahoo.de

 

ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლიდან ასწავლის საგანს – აკადემიური მუშაობის ტექნიკები, ხოლო 2016 წლიდან კითხულობს სემინარს სოციალურ ფსიქოლოგიაში. ამავდროულად, იგი ასწავლის კვლევის მეთოდებს საქართველოს უნივერსიტეტში.

2012 წლიდან ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინტერდისციპლინური პროგრამის (ფსიქოლოგია) დოქტორანტია. 2008 წლიდან მუშაობს ფსიქოლოგად საქართველოს წითელ ჯვარში – აქვს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მასტერ-ტრენერის სერტიფიკატი ფსიქოსოციალურ დახმარებაში და ატარებს ტრენინგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; არის სერტიფიცირებული სპეციალისტი მითოდრამის მეთოდში (ჯგუფური ფსიქოთერაპიის მეთოდი ბავშვებთან და მოზარდებთან); მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს აკადემიური სტატიები. ნინომ გერმანულიდან თარგმნა ჰელენე ჰიორნი-იუნგის წიგნი „მარიამი. ქალისიერის ხატი“.