თამთა თხელიძე

თამთა თხელიძე

საბჭოთა კვლევების მაგისტრი, აკადემიური წერის მასწავლებელი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: Tamta.tkhelidze.1@iliauni.edu.ge

თამთა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტია რუსეთისმცოდნეობის მიმართულებით. ამავე დროს, ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხს საბჭოთა კვლევების მიმართულებით.

თამთა 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელია კურსისათვის – აკადემიური მუშაობის ტექნიკები. 2013 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტია კურსზე – შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. თამთა 2016 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტია კურსზე – რუსეთის ისტორია და კულტურა.

2014 წლიდან მკვლევარია პროექტში 1918- 1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პროსოპოგრაფიული ბაზა.

თამთა აქტიურად მონაწილეობს კონფერენციებში. მისი ინტერესთა სფეროებია: საქართველოს ისტორია, საბჭოთა კავშირი და ნაციონალიზმი.