თეა თალაკვაძე

tea talakvadze

თეა თალაკვაძე

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი, აკადემიური წერის მასწავლებელი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: tea.talakvadze.@iliauni.edu.ge

თეა აკადემიურ წერას ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, ასევე, ბიზნესისა და სამართლის სკოლების საბაკალავრო საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს კურსის – აკადემიური მუშაობის ტექნიკები – ფარგლებში. მას აქვს შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ამჟამად დოქტორანტია ამავე მიმართულებით.

თეა 2015 წლიდან თანამშრომლობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან, კერძოდ, სამივე საფეხურის სტუდენტებს ლიტერატურის თეორიის მიმართულებით კონსულტაციას უწევს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროცესის მართვაში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტის სტატუსით უძღვება სემინარებს: ლიტერატურის თეორია, პოეტური სტილისტიკა, ჟანრის თეორია.

თეა ამჟამად მუშაობს თემაზე: გარდატეხის ხანის ლიტერატურის (პოსტ)ტოტალიტარული კონტექსტი ქართველი, გერმანელი და რუსი მწერლების შემოქმედებაში.