აკადემიური წერის სწავლების ევროპული ასოციაციის კონფერენცია

აკადემიური წერის ცენტრს ძალიან სასიხარულო ამბავი აქვს. ჩვენი ოთხი მასწავლებლის – სალომე პატარიძე და თინათინ საბაური, მადონა გიორგაძე და ნინო კერესელიძე – ორი პრეზენტაცია მიღებული იქნა აკადემიური წერის სწავლების ევროპული ასოციაციის (European Association of Teaching Academic Writing – EATAW) 2017 წლის კონფერენციაზე (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული).

ეს არის აკადემიური წერის სწავლების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია. შესაბამისად, ამ ღონისძიებაზე ჩვენი მასწავლებლების ნაშრომების შერჩევა ძალიან დიდი დაფასება და აღიარებაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მისი აკადემიური წერის ცენტრისა და კერძოდ მასწავლებლების მიერ ჩატარებული სამუშაოსი.

პრეზენტაციები  ეხება აკადემიური წერის სწავლების საკითხებს ჩვენს უნივერსიტეტში.  სალომე და თინათინი წარმოადგენენ აკადემიური წერის ცენტრის მიერ ჩატარებულ აკადემიური წერის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის პროგრამულ და სწავლების თვალსაზრისით განხორციელებულ ცვლილებებს; ხოლო მადონასა და ნინოს პრეზენტაცია ეხება აკადემიური წერის ცენტრის მიერ განხორციელებულ იმ ცვლილებებს, რაც მიმართულია ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში პლაგიატთან დაკავშირებული ასპექტების გაცნობიერების საკითხისკენ. ისინი წარმოადგენენ ამ საყოველთაო პრობლემასთან აკადემიური წერის ცენტრის მიერ შემუშავებული გზების მიმოხილვას.

ჩვენი პედაგოგები ემზადებიან ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. კონფერენციის შემდეგ მათი პრეზენტაციები კონფერენციის შრომებში დაიბეჭდება საერთაშორისო პუბლიკაციის სახით (რეფერირებადი გამოცემა).

კონფერენცია ჩატარდება ლონდონის უნივერსიტეტში (Centre for the Development of Academic Skills (CeDAS) at Royal Holloway, University of London) 19-21 ივნისს, 2017.

ვუსურვებთ წარმატებას სალომეს, თინათინს, მადონასა და ნინოს!