Click Here
Previous slide
Next slide

გადამზადების კურსი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში Erasmus + პროექტის “აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში, 3-7 ივნისს ჩატარდა აკადემიური წერის მიმართულებით გადამზადების კურსი, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მაია როგავა და მისი თანაშემწე, ქალბატონი ნინო გალდავაძე უძღვებოდნენ. აღნიშნულ კურსს ასევე ესწრებოდა პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი, სალომე შედანია.

ხუთდღიანი კურსის დასრულების შემდეგ, აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ინსტრუქტორებს შესაბამისი სერტიფიკატები აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, პროექტის კოორდინატორმა, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ გადასცა.