მარი ტაბატაძე

მარი ტაბატაძე

განათლების მეცნიერებების დოქტორანტი

აკადემიური წერის მასწავლებელი

ინგლისური ენის პედაგოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: mari.tabatadze.2@iliauni.edu.ge

 

მარიმ განათლების ადმინისტრირების მაგისტრის წოდება მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განათლების მართვის პროექტის (EMP) დასრულების შედეგად. ამჟამად ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების დოქტორანტი.

მარი აკადემიური წერის ცენტრში ასწავლის კურსს – ,,აკადემიური მუშაობის ტექნიკები’’. ამასთან, ის არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი. მარი ასევე თანამშრომლობს საგანმანათლებლო ცენტრებთან, სადაც უძღვება ინგლისური ენის კურსებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მსმენელთათვის.