ელენე ტატიშვილი

ელენე ტატიშვილი

ფილოლოგიის დოქტორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალის, „კადმოსის“ პასუხისმგებელი მდივანი 

ელენე ტატიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ენათმეცნიერების მიმართულებით. იგი ასწავლის საბაკალავრო კურსს „ენათმეცნიერების შესავალი.“ მისი სამეცნიერო ინტერესები ნარატივის ლინგვისტური ასპექტებისა და თარგმანის სოციოკულტურული ასპექტების კვლევას მოიცავს (იგი რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორია).  2015 წლიდან ელენე ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალის, „კადმოსის“ პასუხისმგებელი მდივანია.

ელენე ტატიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე აკადემიურ წერას 2008 წლიდან ასწავლის – თავდაპირველად იყო მოწვეული მასწავლებელი, 2012 წლიდან კი უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრია. აკადემიური წერის ფარგლებში მას მიჰყავს კურსები „სამეცნიერო ტექსტის აგების ტექნიკა“ და „აკადემიური წერა“ სამაგისტრო საფეხურზე, 2011-2015 წლებში კი სადოქტორო საფეხურზე ასწავლიდა კურსს “Publication Writing”.

ელენე არის ილიაუნის აკადემიური სტილის სახელმღვანელოს (2011) ავტორთა ჯგუფის წევრი. 2011-2013 წლებში მან გაიარა აკადემიური წერის სწავლების სამეტაპიანი ტრენინგი „ტემპუსის“ პროექტის „სამოდელო სადოქტორო სკოლების განვითარება“ ფარგლებში.