მაია როგავა

მაია როგავა

აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი,

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ოთახი: E220

ელექტრონული ფოსტა: maia.rogava@iliauni.edu.ge

 

მაია ასწავლის აკადემიურ წერას ინგლისურ ენაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს. მან აგრეთვე მოამზადა აკადემიური ინგლისურის პროგრამა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. წლების მანძილზე იგი ამზადებს კანდიდატებს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდისათვის აკადემიურ ინგლისურში IELTS. მას გავლილი აქვს აკადემიური ინგლისურის სწავლების სამეტაპიანი ტრენინგი ტემპუსის პროექტის ფარგლებში.

მაიას აქვს ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (მოსკოვის მორის ტორეზის სახ. უცხო ენათა პედაგოგიური უნივერსიტეტი).

ამავდროულად, მაია ინგლისურის, როგორც უცხო ენისა და ბიზნეს ინგლისურის საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელია. მის მიერ მომზადებული პროგრამებით ისწავლება ბიზნესის და სამართლებრივი ინგლისური ილიას უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის. იგი სამართლებრივი ინგლისურს წლების მანძილზე ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს და ამზადებდა მათ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდაში სამართლებრივ ინგლისურში (ILEC).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაია მუშაობს 2010 წლიდან, თავიდან როგორც ბიზნეს ინგლისურის პროგრამების კოორდინატორი და მასწავლებლი; ამჟამად ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორია. 2014 წლიდან ილიას უნივერსიტეტში იგი ასრულებს ახლად შექმნილი აკადემიური წერის ცენტრის დირექტორისა და მთარგმნელობითი სარედაქციო კომისიის წევრის მოვალეობებს.

1997 წლიდან მაია თანამშრომლობს  ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში. 2012 წლიდან  – მათი კონსულტანტია ინგლისური ენის სწავლების პროექტებში და ტრენერია პროფესიული ენების სწავლების მეთოდიკის საკითხებში. 2010 წლიდან კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდების საუბრის ნაწილში გამომცდელია.  ამავდროულად, ინგლისური ენის მასწავლებელთა საქართველოსა და საერთაშორისო ასოციაციების წევრია. 2016 წლიდან საერთაშორისო აკადემიური რეფერირებადი ჟურნალის Online Journal of Humanities სარედაქციო საბჭოს წევრია. 

მაია ინგლისური ენის სასწავლო რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორია.