მარიამ იაშვილი

მარიამ იაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (PhD), აკადემიური წერის მოწვეული მასწავლებელი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელომწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ ლიტერატურული რედაქტორი/მთავარი სპეციალისტი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

mariam.iashvili@iliauni.edu.ge

 

მარიამმა დაამთავრა ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური სასწავლებელი საფორტეპიანო მიმართულებით  და სწავლა განაგრძო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობაზე. იმავე უნივერსიტეტში ის გადის ჯერ ასპირანტურის (თეატრმცოდნეობის მიმართულება), ხოლო მოგვიანებით – სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტისადოქტორო პროგრამა ,,მსოფლიო თეატრი – ეპოქები, ეტაპები, ასპექტები’’. სადოქტორო საფეხურზე სწავლის ფარგლებში (2007-2008) მარიამი იღებს გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიას და სწავლას აგრძელებს ლაიფციგის უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის ინტიტუტში. 2020 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელომწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს დადგენილებით, ნაშრომისთვის –  მითოლოგიური მოდელები ჰაინერ მიულერის შემოქმედებაში – მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის (PhD) აკადემიური ხარისხი.

2004 წლიდან მარიამი მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო შრომების კრებულის ტექნიკური რედაქტორის პოზიციაზე. 2007 წლიდან დღემდე კი იგი იმავე უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ მთავარი სპეციალისტი და მთავარი რედაქტორია. 2020 წლის გაზაფხულის სემესტრიდან არის მოწვეული მასწავლებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საბაკალვრო და სამაგისტრო საფეხურებზე ასწავლის აკადემიური წერის კურსს.

მარიამის ინტერესების სფეროა ხელოვნება და სახელოვნებო მეცნიერებები.