ნინო გალდავაძე

ნინო გალდავაძე

ილიაუნის დოქტორანტი ფილოლოგიის მიმართულებით, აკადემიური წერის ცენტრის დირექტორის თანაშემწე, მოწვეული მასწავლებელი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

nino_galdavadze@iliauni.edu.ge

 

 

ნინომ დაამთავრა ილიაუნის ბაკალავრიატი ფილოსოფიის მიმართულებით და ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა ლიტერატურის შედარებითი კვლევების მაგისტრის ხარისხი. სწავლის პარალელურად, ილიაუნიში, 2008 წლიდან დღემდე მუშაობდა ბიბლიოთეკაში; იყო ენების ცენტრის ფასიანი სწავლების კურსების კოორდინატორი; აგრეთვე, მუშაობდა რადიო პოზიტივში საინფორმაციო და მუსიკალური წამყვანის პოზიციაზე და ჰქონდა საავტორო გადაცემა “მუსიკალური პრემიერა”. ნინო ასევე მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერდისციპლინურ კვლევით ცენტრში მეცნიერ-მკვლევრად.

ნინოს მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე სამეცნიერო კონფერენციაში, მოდერატორისა და მომხსენებლის სტატუსით; ჩატარებული აქვს საჯარო ლექციები ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებში; გაკეთებული აქვს ტრენინგკურსი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში. 

ნინოს გამოქვეყნებული აქვს 15-მდე სამეცნიერო სტატია სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალსა და კრებულში; არის 10-მდე სამეცნიერო კრებულის რედაქტორი და გამომცემელი. იგი პალიტრა L-ის პროექტის “მოსწავლის არჩევანი” ფარგლებში გამოცემული 5-მდე წიგნის წინასიტყვაობის ავტორია. აგრეთვე, ნინო არის ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრის ორი სტუდენტური კონფერენციის ავტორი, მოდერატორი და მონაწილე.

ნინოს ინტერესის სფეროებია მუსიკა, ფილოსოფია, ლიტერატურა, სპორტული ავტომობილების მართვა, დიჯეინგი, დიზაინი, მოგზაურობა, წერა.