სალომე პატარიძე

სალომე პატარიძე      

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელექტრონული ფოსტა salome.pataridze@iliauni.edu.ge

 

დაამთავრა თბილისის მე-4 საჯარო სკოლა. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ ფილოლოგიას (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა). ამჟამად არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით მუშაობს 2011 წლიდან. აკადემიური წერის ცენტრის გუნდის წევრია მისი დაარსების დღიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის სხვადასხვა კურსს, კერძოდ: აკადემიური მუშაობის ტექნიკები,  შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, ფემინისტური ლიტერატურა და ქალური წერის თავისებურებანი, ომი, რასიზმი, ტოტალიტარიზმი და პოსტკოლონიალიზმი ქალთა ლიტერატურაში, გერმანულენოვანი ლიტერატურა შუა საუკუნეებსა და ახალ დროში, გერმანულენოვანი ლიტერატურა (კლასიკა და რომანტიზმი), გოეთე-მინისტრი, შეყვარებული, ხელოვანი.

სალომე პატარიძეს მიღებული აქვს გერმანიის გაცვლითი აკადემიური სამსახურის (DAAD), Erasmus +,  ავსტრიის გაცვლითი სამსახურისა (ÖAD) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი სტიპენდიები. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები ასევე საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალებში.