სემინარების ციკლი სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი იწყებს სემინარების მორიგ ციკლს აკადემიური წერის ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რაც სტუდენტებს სწავლისა და კვლევის პროცესში გამოადგებათ.

სემინარების თემატიკა პირველი სამი შეხვედისთვის უკვე შედგენილია, ხოლო დანარჩენი შეხვედრები სტუდენტების სურვილებს და საჭიროებებს მოერგება.

პირველი სამი სემინარის თემატიკა შემდეგია:

  1. სამეცნიერო მასალების მოძიება, გამოყენება, დამოწმების ხერხები, ბიბლიოგრაფიის შედგენა და Mendeley;
  2. აკადემიური სტილი და ტექსტური რედაქტორი – როგორ გავმართოთ MS Word-ის ფაილი აკადემიური სტილის შესაბამისად?
  3. საძიებო სისტემები, კორპორატიული ელ.ფოსტა და გუგლის აპლიკაციები.

სემინარებს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ლექტორი – ლალი კახიძე.

პირველი სემინარის შეხვედრის დრო: ორშაბათი, 19 აპრილი, 21:00 საათი.

შეხვედრის ფორმატი: დისტანციურად. შეხვედრის ბმულია: https://us02web.zoom.us/j/81687296376

 

სხვა სემინარების თემატიკის შესარჩევად და შემოსათავაზებლად, გთხოვთ, შეავსოთ ეს ელ.ფორმა, რომელიც სულ რაღაც 2 წუთს წაგართმევთ.