თათია რაზმაძე

თათია რაზმაძე

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორანტი,

აკადემიური წერის მასწავლებელი,

ფსიქოლოგი, პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი,

არასამთავრობო ორგანიზაციის „ასოციაცია საზოგადოების კეთილდრეობისთვის“ თანადამფუძნებელი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: tatia.razmadze.1@iliauni.edu.ge

თათიამ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულებით და ამავე უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა. ამ ეტაპზე არის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.

თათია 2019 წლიდან ასწავლის აკადემიურ წერას საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე. 2015 წლიდან მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში სხვადახვა პოზიციაზე (სპეციალური პედაგოგი, ფსიქოლოგი, ტრენერი, ლექტორი). აქვს ახალგაზრდებთან მუშაობისა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ფორმალური ისე არაფორმალური განათლების ფარგლებში. ამ კუთხით თანამშრომლობდა ისეთ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და სხვა.

თათიას კვლევითი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდული ლიტერატურა (ინგ. Young adult literature), რომელსაც სამაგისტრო საფეხურიდან მოყოლებული იკვლევს. როგორც დოქტორანტი მუშაობს ნაშრომზე ქართული ახალგზარდული ლიტერატურის ფსიქონარატიული ასპექები საბჭოთა კავშირის დაშლამდე და დაშლის შემდეგ. ფონური ცოდნიდან და აკადემიური განათლებიდან გამომდინარე, კვლევა მულტიდისციპლინური ხასიათისაა და მოიცავს როგორც ლიტერატურათმცოდნეობის, ისე კოგნიტური ფისოქლოგიის საკვლევ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.

თათიას ინტერესის სფეროებია: საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა, ანიმაციური და მხატვრული ფილმები, სწავლების თანამედროვე მეთოდები, ახალგაზრდების ფორმალური და  არაფორმალური განათლება.