თეა თალაკვაძე

თეა თალაკვაძე

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორანტი

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი

აკადემიური წერის მასწავლებელი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელექტრონული ფოსტაtea.talakvadze.@iliauni.edu.ge

თეა აკადემიური მუშაობის ტექნიკების კურსს ასწავლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, ბიზნესისა და სამართლის სკოლების სტუდენტებს.  მას აქვს შედარებითი ლიტერატურათმცოდენობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და ამჟამად  ამავე მიმართულებით არის დოქტორანტი.

თეა თალაკვაძე სწავლობდა გერმანიაში, ქალაქ აუგსბურგში. მას დასრულებული აქვს სამაგისტრო პროგრამის პირველი საფეხური,  მიღებული აქვს გერმანიის გაცვლითი აკადემიური სამსახურის (DAAD) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი სტიპენდიები. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალებში.

2015 წლიდან იგი თანამშრომლობს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტთან, არის უფროსი ლაბორანატი, კონსულტაციას უწევს ლიტერატურის თეორიის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროცესის მართვაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  უძღვება სემინარებს:  ლიტერატურის თეორია, პოეტური სტილისტიკა

ამჟამად მუშაობს თემაზეგარდატეხის ლიტერატურის (პოსტ)ტოტალიტარული კონტექსტი ქართველი და  გერმანელი მწერლების შემოქმედებაში და უძღვება სალექციო კურსს თემაზე:  ტოტალიტარიზმის რეპრეზენტაცია გარდატეხის ლიტერატურასა და კინოხელოვნებაში.