ვებინარი – როგორ ავირიდოთ თავიდან პლაგიატი

2021 წლის 19 თებერვალს, პლაგიატის პრევენციის დღის ფარგლებში, აკადემიური წერის ცენტრი სტუდენტებისთვის ჩაატარებს ვებინარს საპანელო დისკუსიის ფორმატში. ვებინარის თემაა: როგორ ავირიდოთ თავიდან პლაგიატი.

  • ვებინარი დაიწყება 17:00 საათზე და შეხვედრაზე შემოსვლას შეძლებთ შემდეგი ბმულის გამოყენებით.
    • თუ გსურთ, დასვათ შეკითხვები, ამის შესაძლებლობა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გექნებათ და პასუხებსაც იქვე მიიღებთ.
  • ვებინარი აკადემიური წერის ცენტრის ფბგვერდზე გაეშვება ‘live‘ რეჟიმში და შესაძლებლობა გექნებათ აქვე დაწეროთ კომენტარები ან დასვათ შეკითხვები.
  • ვებინარს გაუძღვებიან აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია როგავა და ცენტრის ლექტორები – ნინო გალდავაძე, ლალი კახიძე და გიგა ხოსიტაშვილი.
  • დასწრება თავისუფალია.

 

პლაგიატის პრევენციის დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია:

19 თებერვლის, როგორც პლაგიატის პრევენციის დღის აღნიშვნას, საფუძველი ჩაეყარა 2020 წელს, სტუდენტური კონკურსის ფარგლებში. ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თან ახლდა მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომელთა შორის, პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსი გამოიკვეთა. ეს ძალიან საჭირო და ამაღელვებელი ღონისძიება ჩატარდა პროექტის აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. გამარჯვებულებს გადაეცათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სტუდენტების მიერ შექმნილი პოსტერები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. კონფერენციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია კი იხილეთ აქ.