Click Here
Previous slide
Next slide

სასწავლო კურსები

აკადემიური წერის, ენისა და სტილის საკითხებში გასარკვევად ილიას უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ საკონსულტაციო სასწავლო-საინფორმაციო აქტივობებსა და რესურსებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტატუსის მქონე სამივე საფეხურის სტუდენტს. გარდა სტუდენტებისა, უნივერსიტეტის აკადემიურ თუ ადმინისტრაციის თანამშრომელს ცენტრი სთავაზობს კვალიფიციურ კონსულტაციას აკადემიური წერის და პრეზენტაციის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებულ მისთვის საინტერესო საკითხებზე.

ჩვენთან მოსული ბაკალავრიატის სტუდენტი მიიღებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ  დახვეწოს აკადემიური წერისთვის მნიშვნელოვანი ტექნიკები, როგორ აიცილოს თავიდან პლაგიატი, რათა მისი უნივერსიტეტში სწავლის პროცესი და არჩეულ პროფესიაში შემდგომი მოღვაწეობა იყოს წარმატებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი კონსულტანტები მხოლოდ არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებულ რჩევებს გაძლევენ და გასწავლიან დამოუკიდებელ მუშაობას.

ჩვენთან მოსული მაგისტრანტი, დოქტორანტი ან ილიას უნივერსიტეტის თანამშრომელი მიიღებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დახვეწოს საერთაშორისო ჟურნალისთვის მომზადებული აკადემიური სტატია, საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად დაწერილი განაცხადი, სწორად შეადგინოს რეზიუმე ქართულ თუ ინგლისურ ენებზე. ამ შემთხვევაშიც გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი კონსულტანტები მხოლოდ არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებულ რჩევებს გაძლევენ და გასწავლიან დამოუკიდებელ მუშაობას.