ლიტერატურის მიმოხილვა, მისი შეჯამება, პლაგიატი

ლიტერატურის მიმოხილვა, მისი შეჯამება, პლაგიატი

სემინარზე მიიღებთ პასუხს რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვაზე, კერძოდ: რა არის ლიტერატურის მიმოხილვა? რატომ ვწერთ ლიტერატურის მიმოხილვას, ე.ი. რა არის მისი მიზანი და როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს?

სემინარზე განხილული მასალა მოერგება შეკრებილი ჯგუფის პროფილს, რაც გულისხმობს იმას, რომ წარმოდგენილი იქნება ლიტერატურის მიმოხილვის მახასიათებლები გარკვეული აკადემიური საფეხურისა და სამეცნიერო სფეროს მოთხოვნებისა და თავისებურებების შესაბამისად.

აგრეთვე, სემინარზე განვიხილავთ ლიტერატურის მიმოხილვის შეჯამების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვან ელემენტებს, კერძოდ, რა არის შეჯამება და რატომ ვწერთ მას? როგორ უნდა ვაჩვენოთ შეჯამებით ნაწილში კავშირი ნაშრომის შესავალსა და ლიტერატურის მიმოხილვას შორის?

სემინარზე წარმოდგენილი იქნება აგრეთვე პლაგიატის საკითხი, რომლის ფარგლებში განვიხილავთ ნაშრომში სხვისი აზრის გამოყენების გზებსა და საშუალებებს. გავცემთ პასუხს კითხვას: როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს? შემოგთავაზებთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს ციტირების სხვადასხვა ფორმის (რეზიუმირება, შეჯამება, პარაფრაზი) დასახვეწად.