ლევან გოგოხია

ლევან გოგოხია

საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, აკადემიური წერის მასწავლებელი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ. ფოსტა: levan.gogokhia@iliauni.edu.ge

ლევანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელია პროგრამისათვის – აკადემიური მუშაობის ტექნიკები. აკადემიურ წერას ასწავლის: სამართლის, ბიზნესის, მეცნიერებათა და ხელოვნების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტების საბაკალავრო საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს.  აკადემიური წერის ცენტრში იგი ასევე კითხულობს სემინარს თემაზე –  „ ფუნქციური წერა“.

ის საერთაშორისო სამართლის მაგისტრია. აკადემიური ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დაიცვა ( თემა:  „აქციონერთა უფლებების დაცვა შერწყმა/შესყიდვის დროს“).

ლევანი  ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

2015 წლიდან  კითხულობს საჯარო ლექციებს  სამართლებრივ თემებზე,  მათ შორის „გავრცელებული დანაშაული – საერთაშორისო პრაქტიკა“. ასევე ატარებს ტრეინინგებს – „საქმიანი ურთიერთობის ეტიკეტი/საქმიანი მიმოწერა“.

 ლევანის ინტერესის სფეროა სამართლებრივი პრეცედენტები, კორპორატიული მართვა და  შრომითი უფლებები.