მეორე სტუდენტური კონფერენცია

30 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრში, ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრმა ჩაატარა მეორე სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის თავისებურებები: პრობლემები და გამოწვევები”. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტებისა და ლექტორების ცხრა ერთობლივი მოხსენება. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა, აგრეთვე, ილიაუნის პროფესორი ლევან ცაგარელი. მისი მოხსენება შეეხებოდა აკადემიური სტატიის წერის ტექნიკებს.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა 2018 წლის 9 ივლისს ჩატარებული პირველი სტუდენტური კონფერენციის მოხსენებების კრებულის პრეზენტაცია.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატები, ლიგამუსის ვაუჩერები და საჩუქრები.