მორიგი სემინარები

აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ მორიგ სემინარებს: შაბათს, 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, აუდიტორიები D 301 და D 306. სემინარებს ჩაატარებენ აკადემიური წერის ცენტრის პედაგოგები

  1. სოფიო სახვაძეაკადემიური წერის თავისებურებებიაკადემიური ნაშრომის მომზადება და პლაგიატი

სემინარი გაგაცნობთ აკადემიური წერის, როგორც კომუნიკაციის უნიკალური ფორმის თავისებურებას და განსხვავებას წერის სხვა ფორმებისა და ჟანრებისგან; წარმოგიდგენთ და გამუშავებთ აკადემიური წერის მახასიათებლებზე; გაგაცნობთ აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის ეტაპებს, მათ შორის, კითხვის სტრატეგიებს, როგორც წერის პროცესისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ეტაპს; შეგასწავლით სად და როგორ მოიძიოთ სანდო სამეცნიერო  ინფორმაცია. სემინარზე განხილული იქნება ასევე ცნება „პლაგიატი“ და მისი თავიდან აცილების საშუალებები.

  1. ლევან გოგოხიაფუნქციური წერა 2: განცხადების, ახსნა-განმარტებითი მოხსენებითი ბარათის შედგენის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები