პირველი სტუდენტური კონფერენცია თემაზე: პლაგიატი და მისი გამოვლინების 10 შემთხვევა აკადემიურ ნაშრომში

2018 წლის 9 ივლისს12:00 საათზე აკადემიური წერის ცენტრი ატარებს პირველ სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: პლაგიატი და მისი გამოვლინების 10 შემთხვევა აკადემიურ ნაშრომში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საუნივერსიტეტო კურსის აკადემიური მუშაობის ტექნიკები 25 სტუდენტი. წარმოდგენილ მოხსენებებს მოისმენს და სამ საუკეთესოს გამოავლენს კონფერენციის დამსწრე აუდიტორია. სამ გამარჯვებულს გადაეცემა ლიგამუსის ვაუჩერები. კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და საჩუქრები.

ღონისძიების სამუშაო ენა იქნება ქართული. ყოველი მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. თითოეული მოხსენების ხანგრძლივობა იქნება 10-15 წუთი, ხოლო დისკუსიას დაეთმობა 5-10 წუთი.

კონფერენციას უმასპინძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი (მისამართი: წერეთლის 3, დარბაზი S 507).