POWERPOINT PRESENTATION

პრეზენტაციის ფორმები და სახეობები, POWERPOINT PRESENTATION

სემინარზე წარმოგიდგენთ სამეცნიერო ნაშრომის საჯარო პრეზენტაციის ფორმებს (მინიპრეზენტაცია, პლენარული სიტყვა, სასტენდო პრეზენტაცია, ნაშრომის დაცვა) და კითხვა-პასუხის ეტაპს, ამ პროცესების ტექნიკურ და ენობრივ თავისებურებებს. პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით გაეცნობით ეფექტური სლაიდების შექმნის წესებს, „ჰენდაუთების“ ფორმატს, მახასიათებლებს და მიიღებთ ბევრ სასარგებლო რჩევას, თუ როგორ მოამზადოთ ეფექტური პრეზენტაცია.

ასევე, სემინარზე მიიღებთ ინფორმაციას პრეზენტაციისათვის აუცილებელი,  POWERPOINT-პროგრამის გამოყენების შესახებ და წარმოგიდგენთ მის ყველა მნიშვნელოვან ფუნქციას. სემინარზე თავად შექმნით საკუთარი პრეზენტაციისა და „ჰენდაუთების“ ნიმუშებს და ივარჯიშებთ ყველა საჭირო მოქმედების შესრულებაზე.