პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრს სასიამოვნო სიახლე აქვს ილიაუნის სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის!

ცენტრის მიერ მომზადდა პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის “აკადემიური მუშაობის საფუძვლები”.

სახელმძღავნელო შეიქმნა ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტ – „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში.

აკადემიური წერის ცენტრი მადლობას უხდის ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს!