როგორ მოვამზადოთ სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებისთვის

 

5 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გიწვევთ შეხვედრაზე „როგორ მოვამზადოთ სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებისთვის“ (Preparing an article for publication in an international journal).

შეხვედრას გაუძღვება კომპანია Clarivate Analytics-ის (ყოფილი Thomson Reuters) წარმომადგენელი. ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მაღალი იმპაქ-ფაქტორიანი ჟურნალის სწორად შერჩევა, სტატიის სტრუქტურა და ენობრივი მახასიათებლები.
სამუშაო ენა: ინგლისური.

დრო: 5 დეკემბერი, 17:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ვაკის პარკის პირდაპირ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დასწრება თავისუფალია.