სამეცნიერო წყაროების მოძიება და დახარისხება

სამეცნიერო წყაროების მოძიება და დახარისხება, ბიბლიოგრაფია

უკვე შეუდექით ამ რთულ და შრომატევად პროცესს, თუ ახლა უნდა დაიწყოთ ეს ძალიან საინტერესო მოგზაურობა? ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, სემინარი სასარგებლო იქნება, რადგან შემოგთავაზებთ  გზებს, თუ როგორ იპოვნოთ დღევანდელ დღეს არსებულ ზღვა ინფორმაციაში ის, რაც დაგეხმარებათ თქვენს ნაშრომზე მუშაობისას, ის რაც გაამყარებს თქვენს არგუმენტს ან ახალი იდეების ძიების სტიმულს მოგცემთ.  

სემინარზე აგრეთვე შექმნით კონსპექტბარათებს თქვენს მიერ მოძიებული მასალის მიხედვით.

აგრეთვე, აღნიშნული სემინარი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რა არის და რატომ უნდა მოვიძიოთ სამეცნიერო წყარო? რა სახისა და მნიშვნელობის წყაროები არსებობს? როგორ შევაფასოთ წყაროს შესაბამისობა და სანდოობა? როგორ უნდა ვიმუშაოთ სამეცნიერო წყაროზე?

სამეცნიერო წყაროების მოძიება-დახარისხების შემდგომ, ნებისმიერი აკადემიური ნაშრომის ბოლოს საჭიროა ყველა იმ მასალის სია, რაც ნაშრომის შექმნის პროცესში წაიკითხეთ, უშუალოდ ნაშრომში გაქვთ ციტირებული ან/და – რაიმე სხვა ფორმით მინიშნებული. ამ ნაწილს ჩვეულებრივ სათაურად აქვს „გამოყენებული ლიტერატურა“, „ბიბლიოგრაფია“ ან „ლიტერატურის სია“. რომელი სათაური შევარჩიო? რა არის ბიბლიოგრაფიის შედგენის ძირითადი პრინციპი? რა წესები უნდა დავიცვა? სემინარზე ამ შეკითხვებსაც გაეცემა პასუხი