სასერთიფიკატო ტრენინგი

სამშაბათს, 19 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებითა და აკადემიური წერის ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდება ტრენინგი თემაზე “ეფექტური პრეზენტაციის ორგანიზება და წარმართვა”.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და არა მარტო, ის 15 სტუდენტი, რომელიც პირველი დარეგისტრირდება და შეავსებს ონლაინ განაცხადის ფორმას.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი.

ტრენერი: თინათინ ქავთარაძე (ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ლექტორი).

მდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,  აუდიტორია E 207.

ტრენინგი დატვირთული იქნება თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული სავარჯიშოებით და ვორქშოფებით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები.