სემინარი – აკადემიური ნაშრომის სტრუქტურა: სათაური, თავფურცელი, განაცხადი, სარჩევი

ძვირფასო სტუდენტებო,

მიმდინარე კვირის პარასკევ დღეს, აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ მეათე სემინარს თემაზე –  აკადემიური ნაშრომის სტრუქტურა: სათაური, თავფურცელი, განაცხადი, სარჩევი.

სემინარზე გექნებათ საშუალება გაეცნოთ ნაშრომის სტრუქტურის ძირითად ელემენტებს, ისწავლოთ თავფურცლის, განაცხადის და სარჩევის შექმნა/დაფორმატება,  ასევე – აკადემიური ნაშრომისთვის შესაბამისი სათაურის შექმნა ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით და, ბოლოს, შეასრულოთ შესაბამისი სავარჯიშოები.

სემინარს ჩაატარებენ ცენტრის მასწავლებლები.

სემინარზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა.

სემინარი ჩატარდება, პარასკევს, 1 ივნისს, 16:00 საათზე, აუდიტორიაში – S 507.

გელოდებით ყველას!