Click Here
Previous slide
Next slide

სემინარი – კურსის განვლილ მასალაზე მუშაობა და მეორე შუალედური წერითი გამოცდის ტესტის მოდელის გაცნობა

ძვირფასო სტუდენტებო,

მიმდინარე კვირის პარასკევ დღეს, აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ მეთერთმეტე სემინარს თემაზე –  კურსის განვლილ მასალაზე  მუშაობა და მეორე შუალედური  წერითი გამოცდის ტესტის მოდელის გაცნობა.

სემინარზე გექნებათ საშუალება, გაიხსენოთ აკადემიური მუშაობის ტექნიკების კურსის ფარგლებში შესწავლილი მასალა, გაეცნოთ მეორე შუალედური წერითი გამოცდის ტესტის მოდელს და შეასრულოთ შესაბამისი სავარჯიშოები.

სემინარს ჩაატარებენ ცენტრის მასწავლებლები. სემინარზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა.

სემინარი ჩატარდება, პარასკევს, 8 ივნისს, 16:00 საათზე, აუდიტორიაში – S 507.

გელოდებით ყველას!