შემაჯამებელი სემინარი

მიმდინარე კვირის შაბათ დღეს, აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ მეექვსე სემინარს, რომელიც გასულ სემინარებთან შედარებით, ოდნავ არასტანდარტული შინაარსის იქნება.  სემინარზე მოსულ თითოეულ სტუდენტს ექნება საშუალება, წარმოადგინოს ინდივიდუალურად შერჩეული საკვლევი თემა, მოძიებული წყაროები და ნაშრომის შესავალი ნაწილი.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გადაწყვეტილი, რა თემებზე გსურთ მუშაობა, აუცილებლად დაგეხმარებით ამ მიმართულებით. მოისმენთ ინდივიდუალურად შერჩეულ თემებთან დაკავშირებულ შენიშვნებს, რჩევებს და რეკომენდაციებს, აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლებისგან.

გთხოვთ, თან იქონიეთ თქვენი ინდივიდუალური შესავალი ნაწილები, ამობეჭდილი სახით.

სემინარს ჩაატარებენ ცენტრის მასწავლებლები.

სემინარზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა . 

სემინარი ჩატარდება, შაბათს, 28 აპრილს, 16:00 საათზე, აუდიტორიაში – E-403.