სტუმრად რუჟემბოროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში

2017 წლის 13 -17 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებელი გიგა ხოსიტაშვილი სტუმრობდა რუჟემბოროკის კათოლიკურ უნივერსიტეტს (სლოვაკეთი). აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი სტუდენტებისთვის ჩატარდა რამდენიმე ლექცია აკადემიური ნაშრომის ძირითადი მახასიათებლებისა და მისი სტრუქტურის შესახებ. აღნიშნული ლექციები გათვალისწინებული იყო სამაგისტრო საფეხურის იმ სტუდენტებისთვის, ვინც აპირებს სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში და შესაძლებლობა ეძლევათ მასპინძელ უნივერსიტეტში ჩაატარონ ლექციები ან დაესწრონ კონფერენციებს.