Click Here

მარიამ ტყეშელაშვილი

სამართლის მაგისტრი

აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის იურისტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი საგანზე „სამართლებრივი ინგლისური ენა“

საკონტაქტო ინფორმაცია mariam.tkeshelashvili@iliauni.edu.ge

მარიამ ტყეშელაშვილი აკადემიური წერის ცენტრის მიერ მოწვეული ლექტორი 2021 წლის შემოდგომის სემესტრიდანაა, საგანზე „აკადემიური წერა იურისტებისთვის“ (სამაგისტრო საფეხური). ამასთან, 2014 წლის ოქტომბრიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დღემდე კი, ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტში, ის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს ასწავლის საგანს „სამართლებრივი ინგლისური ენა“.

მარიამი 2011 წლიდან საჯარო სამსახურშია დასაქმებული, 2014 წლიდან იურისტის რანგში.

მარიამ ტყეშელაშვილი იყო ძირითადი პერსონალი (მკვლევარი) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტში „ეფექტური კორპორაციული მართვის სისტემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებისათვის – არსებული სამართლებრივი რეგულირება, გამოწვევები და რეკომენდაციები“ (ფუნდამენტური კვლევა). მარიამი დასახელებული კვლევის შედეგად რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალში (Central European Journal of Public Policy) გამოქვეყნებული სტატიის თანაავტორიცაა. მარიამი მუდმივად იღებს მონაწილეობას საჯარო მმართველობასთან დაკავშირებულ ტრენინგებსა და სემინარებში, მათ შორისაა ვენის დიპლომატიური აკადემიის (Diplomatische Akademie Wien – Vienna School of International Studies) მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამა „Female Leadership in the Public Service“ 2022 წელს და შვედური ინსტიტუტისა და ლინშოპინგის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა „SI Academy for Young Professionals 2021 – Sustainable e-Government for Resilient and Innovative Democratic Public Administration – SeGRID“ 2021 წელს.