Click Here

მარიამ იაშვილი

მარიამ იაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (PhD), აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელის თანაშემწე, მოწვეული ლექტორი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

mariam.iashvili@iliauni.edu.ge

მარიამმა დაამთავრა . თბილისის . არაყიშვილის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური სასწავლებელი საფორტეპიანო მიმართულებით და სწავლა განაგრძო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობაზე. იმავე უნივერსიტეტში ის გადის ჯერ ასპირანტურის (თეატრმცოდნეობის მიმართულება), ხოლო მოგვიანებითსახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამას – ,,მსოფლიო თეატრიეპოქები, ეტაპები, ასპექტები’’. სადოქტორო საფეხურზე სწავლის ფარგლებში (2007-2008) მარიამი იღებს გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიას და სწავლას აგრძელებს ლაიფციგის უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის ინსტიტუტში.

2020 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს დადგენილებით, ნაშრომისთვისმითოლოგიური მოდელები ჰაინერ მიულერის შემოქმედებაშიმიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის (PhD) აკადემიური ხარისხი. აღნიშნული შრომა 2021 წელს იმავე უნივერსიტეტმა დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოსცა.

მარიამი წლების განმავლობაში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაკენტავრისმთავარი სპეციალისტი და მთავარი რედაქტორი. წლების განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და რეცენზია. არის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებისმსოფლიო თეატრის ისტორია” (მეოთხე და მეხუთე ტომები) თანაავტორი. სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებზე.  

2020 წლიდან მარიამი, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ასწავლის აკადემიური წერის კურსებს, როგორც საბაკალავრო ისე სამაგისტრო საფეხურებზე

მარიამის ინტერესების სფეროა ხელოვნება და სახელოვნებო მეცნიერებები