შალვა ბერიანიძე

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი
აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: Shalva.berianidze.1@iliauni.edu.ge
შალვა ბერიანიძე პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2019 წელს მან მიიღო სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ხოლო 2021 წელს მას საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამაგისტრო საფეხურზე სწავლის პერიოდში, შალვა Erasmus+ გაცვლითი პროგრამით სწავლობდა გლაზგოს უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე. ამ პერიოდში იყო გლაზგოს უნივერსიტეტის გლობალური შესაძლებლობების ელჩი.
2021 წლიდან ის მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე. 2021 წლიდან აკადემიური წერის ცენტრში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატებს ასწავლის კურსს – აკადემიური მუშაობის ტექნიკები.
2019 წლიდან (ჰიბრიდულ ფორმატში) რამდენჯერმე გაიარა საერთაშორისო ტრენინგ-კურსები პოლიტიკის მეცნიერებასა და საუნივერსიტეტო სწავლების თანამედროვე მეთოდებში ჰარვარდის, ლუტის, გლაზგოს, ტარტუსა და მალმოს უნივერსიტეტებში. საერთაშორისო მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში კი კითხულობდა ლექციებს ლეონარდო და ვინჩის სახელობის სახელმწიფო სკოლაში (იტალია).
ძირითადი ინტერესები: სახალხო დიპლომატია; მშვიდობის კვლევა; კონფლიქტები და მოლაპარაკებები; სამშვიდობო განათლების განვითარება; თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში.