Click Here

ჩვენს შესახებ

ილიას უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი ბიზნესის სკოლის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულია. იგი 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა, რათა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპის შესრულებაში შეეტანა წვლილი. კერძოდ, აკადემიური წერის მაღალი, საერთაშორისო და ერთიანი სტანდარტების დანერგვით სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებსა და მკვლევრებს დახმარებოდა აკადემიური  განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცის შექმნის პროცესში, რათა მათ თანამშრომლობის, პროფესიული განვითარების, არსებული და ახლად შექმნილი ცოდნის გაზიარების ეფექტური საშუალება ჰქონოდათ.

 

2015 წლის აგვისტო – ამერიკელი ტრენერი ქრისთალ  ბოქ ტისენი და ილიას უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლების ნაწილი.

 

 

 

 

აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლები ერთ-ერთი სემინარის დროს.