Click Here

ისტორია

აკადემიური წერის ცენტრი შეიქმნა 2014 წლის სექტემბერში. მისი დაარსების საჭიროება გამოიკვეთა მაშინ, როდესაც ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებისთვის მომზადდა ზოგადი მოდულის ახალი, სავალდებულო კურსი, კერძოდ, მანამდე დამოუკიდებლად არსებული სამი კურსი (აკადემიური წერა, საინფორმაციო წიგნიერება, პრეზენტაცია) ერთი პროგრამის ფარგლებში გაერთიანდა.

დღემდე ცენტრის მიერ დაიწერა რამდენიმე აკადემიური კურსი:

  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები – ზოგადი მოდულის სავალდებულო პროგრამა საბაკალავრო საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებისათვის. დღემდე კურსი წარმატებით ფუნქციონირებს. 2016-2017 სასწავლო წელს პროგრამა საფუძვლიანად გადაისინჯა და მას შემდეგ განახლებული სახით ვთავაზობთ სტუდენტებს. შექმნილია კურსის ინგლისურენოვანი ანალოგი – Academic Writing.
  • აკადემიური წერა – არჩევითი კურსი სამაგისტრო საფეხურის მესამე სემესტრის სტუდენტებისათვის. კურსი შეიქმნა მანამდე არსებული აკადემიური წერის კურსის გამოცდილების გათვალისწინებით. მომზადებულია კურსის ინგლისურენოვანი ანალოგი – Academic Writing.
  • Academic English  ინგლისური ენის კურსი სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის. პროგრამა მათ ინგლისური ენის იმ ფორმას სთავაზობს, რომელიც საჭიროა აკადემიურ სივრცეში ფუნქციონირებისათვის. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის, კითხვის, მოსმენისა და საუბრის უნარების განვითარებისა და დახვეწის პირობები და სწავლისთვის შესაბამისი მასალა.
  • Writingfor Academic Publication – არჩევითი კურსი სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დოქტორანტებს საერთაშორისო ჟურნალში გამოსაქვეყნებელი აკადემიური სტატიის მომზადებაში.

ცენტრის მასწავლებელთა რესურსი სისტემატურად ვითარდება და იხვეწება. ამ ეტაპზე ცენტრთან თანამშრომლობს 38 პროფესიონალი პედაგოგი.