გიგა ხოსიტაშვილი
გიგა ხოსიტაშვილი
განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორნატი
აკადემიური წერის მასწავლებელი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოლსტა: giga.khositashvili.2@iliauni.edu.ge
გიგა ხოსიტაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სადოქტორო სკოლის დოქტორანტია, განათლების პოლიტიკის მიმართულებით. Მას აქვს მაგისტრის ხარისხი ინფორმაციის მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე – ახალი მედია და ცოდნის მართვა.
2011 წლიდან ის მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული მასწავლებელის პოზიციაზე. 2014 წლიდან აკადემიური წერის ცენტრში ასწავლის კურსს – აკადემიური მუშაობის ტექნიკები. 2017 წლიდან ის არის მკვლევარი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტებში – “აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლა-სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)” და “ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში (PRINTEL)”.
2015 წლიდან მან რამდენჯმერმე გაიარა მომზადების კურსი სწავლების თანამდეროვე მეთოდებში უფსალას, ლუვენის, პარიზის დიდროს, ჰაიფას, ვენის და გრაცის უნივერსიტეტებში. Სასწავლო მობილობის ფარგლებში კი კითხულობდა ლექციებს კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯში (დანია) და რუჟომბეროკოს კათოლიკურ უნივერსიტეტში (სლოვაკეთი).
მისი ძირითადი ინტერესებია – აკადემიური კეთილსინდისიერება; ტექნოლოგიების ინტეგრირება განათლებაში; საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებები.
2018 წლიდან ის არის ევროპის აკადემიური კეთილსინდისიერების ასოციაციის (ENAI) წევრი.