Click Here

ლალი კახიძე

ლალი კახიძე

ციფრული ჰუმანიტარიის დოქტორანტი;

ინფორმაციის მენეჯმენტის მაგისტრი;

აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი;

ილიაუნის ბიბლიოთეკის დირექტორის მრჩეველი;

მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: lali_kakhidze@iliauni.edu.ge

ლალი აკადემიური წერის ცენტრის დაარსებიდან (2014) დღემდე მოწვეული ლექტორია საბაკალავრო (ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი) და სამაგისტრო (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი; ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი) საფეხურის კურსებზე: აკადემიური მუშაობის ტექნიკები და აკადემიური წერა. 2011-2014 წლებში იგი ასევე კითხულობდა  ზოგადი მოდულის საბაკალავრო კურსებს: ინფორმაციული წიგნიერება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის ტექნიკები. ასევე მოწვეული ლექტორია კავკასიის უნივერსიტეტში (ბიზნესის სკოლაში) კურსებზე საინფორმაციო ტექნოლოგიები 1 და საინფორმაციო ტექნოლოგიები 2.

ლალი ბევრჯერ იყო Erasmus-ის, Tempus-ის, DAAD-ის, გოეთეს ინსტიტუტის და ბერლინის ადგილობრივი სენატის სტიპენდიანტი (სტუდენტური, ადმინისტრაციული, აკადემიური, კვლევითი გრანტების ფარგლებში), რომლის საფუძველზეც მონაწილეობას იღებდა გაცვლით პროგრამებში (მაგალითად, UPEC (Paris-Est Créteil University) (საფრანგეთი), Mary Immaculate College (ირლანდია), Eberhard Karls University of Tübingen (გერმანია), Fachhochschule Burgenland (ავსტრია), University of Tuscia (იტალია), Middlesex University London, (დიდი ბრიტანეთი),  Universität Jena, (გერმანია), ასევე ბიბერახის ბიბლიოთეკაში (Stadtbücherei Biberach, გერმანია). 2021 წლის ოქტომბრიდან ის ორი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (Freie Universität Berlin) როგორც მოწვეული დოქტორანტი ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით, ხოლო ლაიბნიცის ცენტრში იმავე პერიოდში იყო მოწვეული მკვლევარი (Leibniz Zentrum Moderner Orient).

მას მონაწილეობა აქვს მიღებული სწავლების თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებულ ტრენინგებში („Learner Centered Teaching“; „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები“), ტრენერების ტრენინგში, ასევე საავტორო უფლებებთან დაკავშირებით გამართულ ვორკშოპში, ციფრული ჰუმანიტარიის თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებულ ტრენინგში, საზაფხულო სკოლაში “People in the Digital Age” და ა.შ. ის რამდენიმე პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა და ახლაც თანამშრომლობს გერმანიის უნივერსიტეტებთან.

2019 წელს ლალი მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საგანმანათლებლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის (EMIS) პროექტში, ელექტრონული ბიბლიოთეკის – www.el.ge შექმნაზე. იგი ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრის ყოფილი თანამშრომელია.

ლალის ინტერესის სფეროებია ინფორმაციის მენეჯმენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული სწავლება, ციფრული ბიბლიოთეკები და ციფრული ჰუმანიტარია.