Click Here

ლევან გოგოხია

ლევან გოგოხია

საერთაშორისო სამართლის მაგისტრი

აკადემიური წერის მასწავლებელი 

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: levan.gogokhia@iliauni.edu.ge

 

ლევან გოგოხია საერთაშორისო სამართლის მაგისტრია. მაგისტრის აკადემიური ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში დაიცვა ( თემა: „აქციონერთა უფლებების დაცვა შერწყმა/შესყიდვის დროს“.

2015 წლიდან ის კითხულობს საჯარო ლექციებს სამართლებრივ თემატიკაზე: „გავრცელებული დანაშულები -საერთაშორისო პრაქტიკა“.

ლევანი არის ტრენინგ ცენტრი  „ინტერაქტიული განათლების აკადემიის“ დამფუძნებელი და ტრენერი. 2019 წლიდან ამავე აკადემიის სახელითა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების მოწვევით კითხულობს ტრენინგს თემაზე: „ბიზნეს კომუნიკაციები“. ასევე კერძო და საჯარო დაწესებულებების მოწვევით ატარებს ტრენინგს თემაზე „საქმიანი მიმოწერა“.

2016 წლიდან  მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე კურსისათვის „აკადემიური მუშაობის ტექნიკები“ (საბაკალავრო სწავლების საფეხური).

2022 წლიდან ლევანი ასწავლის კურსს „აკადემიური წერა“ ბიზნესის სკოლის მაგისტრანტებს.

2002 წლიდან მას გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი სამოქალაქო სამართლის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საერთაშორისო სამართლისა და საჯარო გამოსვლის  მიმართულებით.

მისი ინტერესის სფეროა: სწავლების ინტერაქტიული მეთოდები, შრომითი უფლებებები, სამართლებრივი პრეცენდენტები და კორპორატიული მართვა.