მაკა პატარიძე

აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებელი.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების კოორდინატორი.
მაკამ 2001 წელს დაასრულა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე „გერმანისტიკა, გერმანული ენის პედაგოგიური ფაკულტეტი“. 2003 წელს კი დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და მიიღო „ლინგვისტი, მასწავლებლის (გერმანული ენა)“ კვალიფიკაცია. 2006 წელს კი სწავლა გააგრძელა სადოქტორო პროგრამაზე – ლინგვოკულტუროლოგია.
მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება . 2003-2004 წლებში ის მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის კათედრის ლაბორანტად. 2007-2008 წლიდან კი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული მასწავლებლის სტატუსით კითხულობდა სალექციო კურსებს: „აკადემიური წერა“, „კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკები“, „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“. მან აკადემიური წერის ცენტრთან თანამშრომლობა დაიწყო 2018 წლიდან და როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე კითხულობს სალექციო კურსს „აკადემიური მუშაობის ტექნიკები“.
მაკამ აკადემიური წერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტებთან ერთად წარმოადგინა თემა: „პრეზენტაცია: სლაიდ – შოუ და ჰენდაუთი“.
2015 წლიდან მან დაარსა ორგანიზაცია „პოზიტივი+“, რომლის ფარგლებში ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი .
აქვე აღვნიშნავთ, რომ 2007 წლიდან დღემდე ის მუშაობს ილიას სახელმწიფო უნიევრისტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სასწავლო პროგრამეის კოორდინატორის პოზიციაზე.
მას მოსმენილი აქვს ტრენინგები: “აქტიური სწავლება შებრუნებული საკლასო ოთახში”, „პროექტის მართვა“, „ინოვაციის მართვა“, „ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკებების ხელოვნება“ და “შერეული სწავლების მეთოდი”.